სერჟ სარგსიანი: კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს

კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანმა ეუთო-ს ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ვიტყვი იმას, რაც აქამდე არასდროს მითქვამს, თუკი სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართომასშტაბური გახდება, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს”, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმების მომზადება დაავალა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: შემიძლია, დავიფიცო, დავიგინო, რომ „გირჩი“ არ შეავსებს საპარლამენტო უმრავლესობას
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.30 ლარი გახდა