სერიოზული განცხადებაა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ – იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა – პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადეა საჭირო.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება.

„თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. ის, რაც ჩვენ მოსამართლისგან მოვისმინეთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიდეს. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიცხადე შეტანილი არ არის. ამიტომ, ვნახოთ, ალბათ, განმარტებები იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ისმის თუ არა როგორც სახელისუფლებო შტოდან, ასევე სასამართლოდან ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განცხადებაში „არაფერი ანტიდასავლური არ არის“.

„რას ეძახით ანტიდასავლურ განცხადებებს არ ვიცი. თუ მოსამართლის განცხადებებს გულისხმობთ, არ ვიცი, ამ განცხადებაში ანტიდასავლური რა არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადამ ქვეყნის გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაუკრაინელი ბავშვები, რომლებმაც ომის გამო კიდურები დაკარგეს, სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან