სერიოზულად გაბრაზებული, განერვიულებული და აღშფოთებული ვარ – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს twitter-ეხმაურება და წერს, რომ ის “სერიოზულდა გაბრაზებული, განერვიულებული და აღშფოთებულია”, იმით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

“განსხვავებით, დიპლომატური საუბრებისა, როდესაც ვამბობ, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ, ეს ნიშნავს, რომ მე სერიოზულად გაბრაზებული, განერვიულებული და ნაწილობრივ აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც მე 23 წლის განმავლობაში მხარს ვუჭერდი, ვეხმარებოდი, ბიძგს ვაძლევდი.

შენ გაცილებით მეტს იმსახურებ ძვრიფასო საქართველო, ნუ წახვალ ამ გზით საქართველო.

ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპასა და მსოფლიოში, რომელიც სიამოვნებით ჩამოგწერს. ერთით ნაკლებ პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე ექნებათ სანერვიულო და ასე გამოკვებავენ თავიანთი მოგონილ ნარატივს, რომ საქართველო რეფორმას არ ექვემდებარება და მისი მხარდაჭერა უაზრობაა”,-წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

ვირუსის ბლოკატორები