სერიოზულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, არა მხოლოდ გახარიას და ხოჯევანიშვილს

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური თეა წულუკიანის გადადგომას არ ადასტურებს

“დღეს “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკურ ოპოზიციაში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არაერთი მაღალჩინოსანი, ისინი კი ებრძვიან “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანს გაეკეთებინა ეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავი მოგვაჩვენონ, რომ არაფერი არ იციან და არიან კდემამოსილები და სპეტაკნი, მაგრამ მათ მომავალში ძალიან სერიოზულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, მათ შორის არა მხოლოდ გახარიას და ხოჯევანიშვილს”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი “ღამის კურიერის” ეთერში ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს. მინისტრი განმარტავს, რომელია კანონიერი მოსმენა და რომელი უკანონო.

წულუკიანის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში მისი გვარიც ფიგურირებს, თუმცა განმარტავს, რომ მან ეს საუბარი ვერ ამოიცნო, რაც უჩენს ეჭვს ფაილების შესაძლო ფაბრიკაციასა და ავთენტურობასთან დაკავშირებით.

“ყველა ქვეყანაში არსებობს კანონიერი მოსმენა და უნდა იყოს. აქ საუბარია იმის დაუშვებლობაზე, რომელიც არის უკანონო მოსმენა, ასეთია ისეთი, მოსმენა, რომელიც დიდ ინტერესს არ ემსახურება, როგორიც არის სახელმწიფო ინტერესი.

მიმდინარეობს გამოძიება ამ ზღვა მასალაში, რომელია კანონიერი მოსმენა. როგორც მე ვიცი აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა აქ არის მხოლოდ ქაღალდზე გადატანილი საუბრები. ჩემი გვარიც ფიგურირებდა თუმცა მე ეს საუბარი ვერ ვიცანი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს არის რეალობა. დედა ანასტასია წასულია ქვეყნიდან და მე მასთან ნამდვილად მაქვს, ხოლმე საუბარი მაგრამ მე ეს საუბარი ვერ ვიცანი.

გამოძიების მიერ შედეგის დაყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ, იმათთვის ვისი გვარებიც ფიგურირებს არამედ სახელმწიფო უსაფრთხოიებისთვის.

გაირკვეს არის, თუ არა ეს რეალური საუბრების ქაღალდზე გადატანა, ჩემს შემთხვევაში თქვენ დაასახელეთ მონაზონი და ეს ასე არ არის. არ ვადასტურებ ამ საუბარს. ცნობილია, რომ მე გამოცანებით არასოდეს ვსაუბრობ, მაშინაც კი როდესაც მეგობარს ვესაუბრები,”- აცხადებს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: ENKA-ს გასვლა ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია
შემდეგი სტატიაამ ბანერებში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ – თეა წულუკიანი