“სერიალებისთვის დრო არ მაქვს” – სალომე ზურაბიშვილი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

„ისეთი სერიალი გახდა ეს ამბავი, რომ მე მართალი გითხრათ, სერიალებისთვის დრო არ მაქვს,“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა და ფარულ ჩანაწერებს სერიალი უწოდა.

„ამ მომენტში ვარ საარჩევნო კამპანიაში და ამიტომ ნაკლებად ვარ გართული რაღაცა სკანდალების სერიალში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიქსევა ხდება ადამიანების – მესამე სექტორი ჟურნალისტებზე თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან ღია ზეწოლის გაგრძელებად აფასებს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: ევროსაბჭო ე.წ. რუხ ზონებზე მონიტორინგის დაშვებას ითხოვს