სერგო შუბითიძე დანაშაულს აღიარებს, მან დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მიაწოდა

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მიაწოდა.

მისი თქმით, გამოძიებით დადასტურდა, რომ თითოეული ის ინფორმაცია, რაც ბრალდებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, სიცრუე იყო.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

„ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. მან დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ჩვენება. მას ბრალდება მოწმის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე აქვს წარდგენილი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ თითოეული ის ინფორმაცია, რაც ბრალდებულმა განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას იყო სიცრუე და არ შეესაბამებოდა რეალობას. როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან თქვა რომ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ვინაიდან, არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები“,- აცხადებს მეშველიანი.

banner
წინა სტატიაშიამ დღეებში ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა, რუსეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა იყო – მიშუსტინი
შემდეგი სტატიაჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას, ამაში ცუდი არაფერია – კალაძე