სერგო რატიანის თქმით, 2012 წლიდან სკოლებში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ 2012 წლიდან სკოლებში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია.

“2012 წელს მოიშალა მანდატურების ინსტიტუტი, ორმაგი დაქცემდებარება სამსახურსა და სკოლის დირექტორზე არასწორია. საგანმანათლებლო სივრცე და გარემოა შესაცვლელი, უნდა გავყოთ დაწყებითი და შემდგომი კლასები. კრიმინალი სოციალურად ახლობელი არ უნდა იყოს. 2012 წლიდან უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამის შედეგია ეს ყველაფერი. მსგავსი ტრაგედია ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ საზოგადოება იმიტომ არის საზოგადოება, რომ პრევენცია მოახდონოს. ეს შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს, რაც ღირებულებების ჩამოშლის შედეგია,” – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიგვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გამოუცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ძალადობას – ჯაში
შემდეგი სტატია,,მკვლელის მორალურ გამართლებას უწყობენ ხელს… ქუჩური ავტორიტეტებისა და ცნობიერების დაბრუნება ხდება საქართველოში “