სერგო რატიანის განცხადებით აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის მტკიცებით, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს.

როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჰმედ იმამყულიევის სახით საფრთხეს ხედავს და მის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.

„ხელისუფლება აჰმედ იმამყულიევში ხედავს თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე საფრთხეს და მის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ ამ კამპანიაში ისინი იყენებენ ყველა მეთოდს, მათ შორის იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უკავშირდებიან და ამ კამპანიაში ითრევენ. ჩვენ ვიცით და გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, რომ შესაძლებელია, იმამყულიევის წინააღმდეგ ფიზიკურად დაპირისპირების პროვოცირებაც კი იყოს. ამიტომ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ეს პასუხისმგებლობა სწორედ მათზე იქნება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი ოპოზიციას წინააღმდეგობრივი მოძრაობის დასაწყებად გაერთიანებას სთავაზობს
შემდეგი სტატიააღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა