სერგო რატიანი უმრავლესობას : ასეთი საარჩევნო სისტემა მუსოლინიმ შესთავაზა იტალიას

საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, იგივე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

სერგო რატიანმა განცხადება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებულ პაკეტზე გააკეთა.

”საკონსტიტუციო ცვლილებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, იგივე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს. მე გამოვიკვლიე ეს საკითხი და არ მასვენებს შემეცნებითი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ გამეგო იტალიელი ფაშისტების ამ სისტემამდე თქვენ თვითონ მიხვედით, თუ ისტორიას ჩახედეთ და ამით ხელმძღვანელობთ? – მიმართა სერგო რატიანმა უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგი პერიოდის ისტორია განისაზღვრება და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებების პროცესში საჭიროა დავეკითხოთ ხალხს. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტი ჩატარებულიყო.

”26 წლის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ერთი და იგივე პოლიტიკური პრობლემა აქვს – ის, რომ პირველ ადგილზე გასულს მუდამ სურს გადაჭარბებული ძალაუფლება. ამიტომ არის ინიციატივა, რომ აუცილებელია სხვანაირად ჩამოვყალიბდეთ. იმ მოდელს, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, 2 მთავარი პრობლემა ახასითებს. პირველი პრობლემაა ის, რომ პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას აქვს არაადეკვატური ძალაუფლება. მეორე პრობლემაა პრეზიდენტის ფიგურა. ძალიან სერიოზული პრობლემა ექმნება ხელისუფლებას, როდესაც არჩევითი ფიგურა არ არის პრეზიდენტი,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად ცნო
შემდეგი სტატიაქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება , ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ხალხისა და ქვეყნის წინაშე – ღვინიაშვილი