სერგო რატიანი : თუ თავი არ აქვთ იმისთვის, რომ შესაბამისი თანხმები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან

პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვესაც ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სერიოზული გეგმა არც ხალხის დახმარების, არც ამ კრიზისიდან გამოსვლის, რაზეც საუბრობენ იმისი მეათედიც არ არის ჩადებული წარმოდგენილ ბიუჯეტში, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა ანტიკრიზისული ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი რაც ქვეყანას უშველის, გადასახადების დაწევაა.

,,რა დახმარებაზეც შეიძლება იყოს საუბარი ეს არის დაგვიანებული და არასაკმარისი, არ არსებობს გეგმა კრიზისიდან გამოსვლის. ერთადერთი რაც უშველის ამ ქვეყანას ეს არის გადასახადების დაწევა, რაგან ეს არის რეალური დახამრება კონკრეტული ადამიანებისთვისაც და ბიზნესისთვისაც. თუ არ აქვთ თავი იმისთვის, რომ შესაბამისი თანხმები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ის, რაც დაეხმარება ბიუჯეტს,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა სასტუმროებზე:პირველ მარტამდე აღებული სესხის 80%-ის სუბსიდირებას მოვახდენთ
შემდეგი სტატიანათია თურნავა : 1-ელ ივლისამდე ჩამოყალიბდება იმ ქვეყნების წრე, საიდანაც ტურისტებს უსაფრთხოდ ჩამოვიყვანთ