სერგო რატიანი : თავაძის არჩევა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას საკონსტიტუციო სასამართლოში

თავაძის არჩევა ნიშნავს რეალურად ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას – ამ განცხადებას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აკეთებს. რატიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევას ეხმაურება და ამბობს, რომ ხდება ხელისუფლების გავლენის გაძლიერება საკონსტიტუციო სასამართლოზე. მისივე თქმით, არსებობს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების მცდელობის საშიში ტენდენცია.

რატიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანმიმართულმა ქმედებებმა თავისი შედეგი გამოიღო და ეს ინსტიტუტი ფაქტობრივად დაიქვემდებარა.

„თავაძის არჩევა ნიშნავს რეალურად ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო იყო ბარიერი, შემაფერხებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩაეგდო რუსთავი 2 ხელში და ეს პროცესი მიეყვანა ბოლომდე,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“მორიგი სპეკულაციები” – იზორია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარისადმი გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე : თბილისში რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება