სერგო რატიანი: სუს-ი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს

მოძრაობა „თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანის აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

დეპუტატის თქმით, სუს-ი ბუნებრივია, საზოგადოებისთვის, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა ინსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„როგორც ჩანს, გომელაურისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს კითხვები. ისინი გაურბიან კითხვებს, რომლებიც აქვს საზოგადოებას. დღეს, უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საფრთხეს ყველა ინსტიტუციისთვის – დაწყებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, სადაც ჩვენ ვნახეთ „ოდეერების“ მიერ ჩატარებული ძალიან მძიმე აქციები და დამთავრებული ბათუმის მოვლენებით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეაში გაგზავნილმა ამერიკულმა ავიამზიდმა გზიდან გადაუხვია
შემდეგი სტატია(video) შალვა ნათელაშვილი სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს