სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. სერგო რატიანის განცხადებით, შენობაში არ შეშვების მიზეზები მას ვერ განუმარტეს. თბილისის საკრებულოში დღეს სხდომა უნდა გაიმართოს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. საკრებულოს შენობაში და შენობის გარეთ სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. შენობას ჯებირები აქვს შემოვლებული

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს სხდომას, მხოლოდ საკრებულოს დეპუტატები დაესწრებიან – ალიბეგაშვილი
შემდეგი სტატიასაკრებულოსთან კვლავ პოლიციაა მობილიზებული – ჩაკეტილია ყველა სათადარიგო შესასვლელი