სერგო რატიანი: როგორც ჩანს პრემიერი ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო რატიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის თანახმად საარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის წარდგენას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება არ სურს:

„როგორც ჩანს პრემიერი ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა პრემიერისას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები და იმ პარტიის ლიდერი აკეთებს ამ განცხადებას, რომელმაც რეალურად იძალავა ოპონენტებზე და მიუქსია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ზონდერ ჯგუფები. ეს განცხადება შეიძლებოდა გაეკეთებინა რომელიღაც უმნიშვნელო პარტიის ლიდერს, მაშინ იქნებოდა ადექვატური,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოთა ნაწილი უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაბათლომე შელია: თქვენგან განსხვავებით მე არასდროს შემშლია არც კოლეგიალობა და არც ის “ზუგდიდელობა”