სერგო რატიანი : „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ალბათ, ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ”ქართული ოცნება” არის ქართული ტყუილი, – ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირკალი კობახიძის მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციას, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მათ საარჩევნო შტაბში იარაღით შესვლასა და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

სერგო რატიანი ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ურჩევს, რომ ნერვები დაიწყნარონ და პროცესებს ნორმალურად შეხედონ.
”მესმის, რომ როდესაც სახელისუფლებო პარტია აგებს არჩევნებს და ფაქტობრივად, ჩამოშლის პირასაა, მესმის, რომ მის აღმასრულებელ მდივანს საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს და ალბათ, ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა, მაგრამ ამჯერად, მე მგონი საერთოდ გადაამეტეს. მათი ტყუილები 4 წლის განმავლობაში სრულიად ცალსახად უკვე ყველამ იცის, რაც არის, მაგრამ ეს უკვე კობახიძისითვისაც კი ნამეტანი იყო. ვურჩევდი, რომ ნერვები დაიწყნარონ და ნორმალურად შეხედონ პროცესებს. ასეთი ტუილებით ისინი 4 წლის განმავლობაში კვებავდნენ ადამიანებს და თავის დანაშაულებებს სხვას აბრალებდნენ”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” სერგო რატიანმა.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, რომ ”ქართული ოცნების” შტაბში შესული პირებიდან 2 მათგანი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრები არიან, სერგო რატიანის განცხადებით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების ტყუილებს საზღვარი არ აქვს.
”ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ”ქართული ოცნება” არის ქართული ტყუილი”, – დასძინა რატიანმა.

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. მისივე განმარტებით, ”ქართული ოცნების” წევრებმა პროვოკაცია აღკვეთეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

”გუშინ გამთენიისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ წარმომადგენლები მათ ოფისში იარაღით შევიდნენ
შემდეგი სტატიაარჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა