სერგო რატიანი: ქართული ოცნება სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მოიგოს მეორე ტური

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, ქართული ოცნება სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მოიგოს მეორე ტური.

„ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია მარნეულში და სპეცნაზის საშუალებით ნაციონალური მოძრაობის 5 მხარდამჭერი დააკავა, სადაც ჩვენი კანდიდატი ახმედ იმალკულიევი ლიდერობს, მან მიუხედავად გაყალბების, ზეწოლის და ღია აგრესიისა ქართული ოცნება პირველ ტურში დაამარცხა. ამის შემდეგ, მეორე ტურის წინ გაუგონარი რამ მოხდა, ჯერ-ჯერობით ქართული ოცნება ამ ეტაპზე არ იყო გადასული და ვნახეთ, რომ სპეცნაზი ჩაერთო რისი საშუალებითაც უნდათ მეორე ტური მოიგონ. ეს არის პირდაპირ დაშინების და რეპრესიების მცდელობა, რადგან 48 პროცენტი აქვს აღებული ახმედ იმალკულიევს და ძაან მნიშვნელოვანია, რომ რამოდენიმე უბანი ფაქტობრივად გაბათილებულია და მეორე ტურის წინ უნდათ, რომ სიტუაცია ძალით გადატეხონ. ჩვენ ვხედავდით კორცხელში და ჯიხაშკარში ქართული ოცნების მხარდამჭერები კამერების წინ ღიად აწყობდნენ დარბევებს, ტერორს, ძალადობას და მათ არავინ მიკარებია, როცა მარნეულში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად არაფერ შუაში არ არიან

მნიშვნელოვანია გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტური არ არის ტესტი ნაციონალური მოძრაობასა და ქართული ოცნებას შორის, ეს არის ტესტი ექნება თუ არა ერთპარტიული სისტემა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ყველას კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ეს რეპრესიები და ტერორი შევაჩეროთ“- განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: ვაპირებთ მორიგეობა დავაწესოთ მარნეულში, რათა სპეცრაზმმა მოსახლეობა არ დაარბიოს