სერგო რატიანი- “პროცედურული დემოკრატიის მამაც ჩაერთო ამ არასამართლებრივ დავაში”

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

მოსამართლეების აცილების შესახებ პარლამენტის შუამდგომლობაზე მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ აპირებს. ხვალვე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელზე.

პარლამენტისა შუამდგომლობას კატეგორიულად არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმცირესობაში. ისინი ახსნა-განმარტებებს პირადად დავით უსუფაშვილისგან ითხოვენ.

“პროცედურული დემოკრატიის მამაც ჩაერთო ამ არასამართლებრივ დავაში. მე ვულოცავ რესპუბლიკელებს წინ გადადგმულ ნაბიჯს,” – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.

თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ეს არის პირდაპირი ჩარევა ხელისუფლოების და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პროცესებში.

“ეს არის პოლიტიზირებული საქმე,” – განმარტავს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაში„ეკა გიგაური საკუთარი გამოსვლებით, სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს“
შემდეგი სტატია“ივანიშვილის სტრუქტურების მასკარადში ნებაყოფლობით მონაწილეობას არ მივიღებთ”