სერგო რატიანი: მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია პაპუაშვილის და პრემიერის შეხვდრა

„პროკურატურა დღეს პოლიტიკურ იარაღადაა გადაქცეული ქართული ოცნების ხელში და ბუნებრივია, როცა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ეს ლოგიკურია. ლოგიკურია, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს. ეს ცალსახაა. დღეს უნდა გაირკვეს, რამდენად არსებობს და აქვს ნება პრემიერს, რომ შეცვალოს ვითარება. როგორც ვხედავთ, ამის არანაირი ნება არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია პაპუაშვილის და პრემიერის შეხვდრა, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, თუ რა მიმართულებას ირჩევს პრემიერი – დარჩება მარიონეტად, თუ საბოლოო ჯამში, შეძლებს და განახორციელებს იმ უფლება მოვალეობებს, რაც უნდა შეასრულოს პრემიერმა“-აცხადებს სერგო რატიანი

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: NDI-ს კვლევები ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი გეგმა
შემდეგი სტატიაპრემიერის პირველი კომენტარი NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით