სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძე და მისი უწყება გახმაურებული საქმეების გამოძიებას ვერ შეძლებს

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის სერგო რატიანის აზრით, ირაკლი შოთაძე და მისი უწყება ვერ შეძლებს გახმაურებული საქმეების გამოძიებას.
როგორც რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ყველა ამ ტიპის საქმეში ის პირები ფიგურირებენ, რომელთანაც მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
“დღეს ყველაფერზე ილაპრაკეს უმრავლესობის წევრებმა გარდა იმ გამოწვევებისა, რაც საქართველოს პროკურატურის წინაშე დგას. ესაა – კორუფცია. როცა თქვენ 9 წელზე საუბრობთ, გაიხსენეთ, რომ იმ წლებში 10-ჯერ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, ბიუჯეტი. მოვიდა ივანიშვილი, 7 მილიარდი დაიკარგა. ამის მიზეზია ისიც, რომ დაწყებულია სისტემური კორუფცია. შეუძლია დღეს პროკურატურას და შოთაძეს ეს გამოწვევა მიიღოს? გამოიძიოს ის დანაშაულებები, რომელიც ივანიშვილთანაა დაკავშირებული? შეუძლია გამოიძიოს კრიმინალური საქმეები? გახმაურებული საქმეები? თავი აარიდოს პოლიტიკურ დევნას? თქვენ ამ საქმეებს ვერ გამოიძიებთ, რადგან ინტერესთა კონფლიქტები გაქვთ უშუალო დამნაშავეებთან,” – მიმართა რატიანმა ირაკლი შოთაძეს.

banner
წინა სტატიაშირაკკა: როგორ ცხოვრობს ხალხი ისლამური სახელმწიფოს “დედაქალაქში”
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4051 ლარია