სერგო რატიანი : მამუკა ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია და ხშირ შემთხვევაში, მისი კეთილგანწყობა ძალიან ხანმოკლეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, პრემიერ ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია და ხშირ შემთხვევაში, მისი კეთილგანწყობა ძალიან ხანმოკლეა. ასევე, მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქამდე იყო, ივანიშვილის ძალაუფლების ინსტრუმენტი და საშუალება იყო. ბახტაძეც ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთ-ერთი საშუალებაა. ისიც, როგორც კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი, მცირე მინისტრთა გუნდის მენეჯერია, ამ შემთხვევაში, ეკონომიკის გუნდის მენეჯერი და მეტი არაფერი. ივანიშვილის მართვის სტილი არ იცვლება, ვხედავთ, რომ ყველა შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი არის რამდენიმე მინისტრის მენეჯერი, დანარჩენებს თავად ივანიშვილი მართავს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიჭანუყვაძე, რომელიც დღეს გადადგა, პრემიერმა თანამდებობაზე დატოვა
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი