სერგო რატიანი : ყველას, მითუმეტეს ყოფილ პრეზიდენტს, საარჩევნო პროცესში ჩართვის უფლება აქვს

ყველას, მითუმეტეს ყოფილ პრეზიდენტს, საარჩევნო პროცესში ჩართვის უფლება აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველას, მითუმეტეს ყოფილ პრეზიდენტს საარჩევნო პროცესში ჩართვის უფლება აქვს. მისი განცხადებების მიმართ დამოკიდებულება რომ შევაფასო, არის განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ის, რომ ვიღაც უკრძალავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს განცხადებების გაკეთებას, სრული აბსურდია“, – განაცხადა რატიანმა.

7 სექტემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად დაასახელეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინვე პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ჯერჯერობით ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს, მეორე ტალღაზე საუბარი არ არის
შემდეგი სტატია„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი – წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მასში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა კანონით აკრძალულია