სერგო რატიანი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების დროს არ იყოს “რუსთავი 2“

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების დროს არ იყოს რუსთავი 2,“ – ასე აფასებს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.

10:30 საათზე სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გაგრძელდება. სასამართლოს შენობასთან შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

რატიანის თქმით, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს და რუსთავი 2-ის პარალიზება.

„მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება და პარალიზება, რუსთავი 2-ის დაქვემდებარება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლებას, სადღაც აგვისტოდან სექტემბერში არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორი იმისა, რომ გააყალბოს არჩევნები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაყალბების დროს არ იყოს რუსთავი 2. მათ უნდათ თავიანთი დანაშაულებების დაფარვა და ამ ფონზე, რასაკვირველია, რუსთავი 2 მათთვის არის არახელსაყრელი მაუწყებლობა,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ვლადიკავკაზში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტის შემდეგ პოლონეთში ნატო-ს სამხედროების რაოდენობა გაიზრდება