სერგო რატიანი : ხელისუფლება საჯარო მოხელეებს იბარებს და ეუბნება, რომ მართკუთხედებით შემოხაზონ 41

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლების დაშანტაჟების ფაქტის შესახებ სერგო რატიანი საუბრობს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგნელები მაღალჩინოსნებს იბარებენ და ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმის მიცემას სპეციფიკური ნიშნის მიხედვით აიძულებენ.

„ხელისუფლება საჯარო მოხელეებს იბარებს გამგეობებში, სახელმწიფო სამსახურებში და ეუბნება ამომრჩევლებს ეუბნება, რომ მართკუთხედებით შემოხაზონ 41. დიდი ზეწოლაა სოციალურად დაუცველებზე,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტური 2229 საარჩევნო უბანზე გაიმართება – ცესკოში ბრიფინგი გაიმართა
შემდეგი სტატიაგურიაში ZARA-ს ტანსაცმლის წარმოება დაიწყება