სერგო რატიანი: იმამყულიევი წინააღმდეგ შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის განცხადებით, მარნეულში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება ეწევა.

“აჰმედ იმამყულიევმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არჩევნების პირველ ტურში, რის შემდეგადაც მის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია. გამოყენებული იყო ყველა ხერხი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დასრულდა, ახლაც როგორც ჩანს მას მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის საფრთხედ აღიქვამენ, ვინაიდან ის ახალი თაობის ლიდერია.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუ ასე მოხდა, პასუხისგმებლობა სრულად მათ დაეკისრებათ.”

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი: მე არ შევეგუები, არ ვაღიარებ უკანონობისა და გაყალბების შედეგებს
შემდეგი სტატიამინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი