სერგო რატიანი: იმ ფონზე, როცა განათლების პოლიტიკა არ იცვლება, ეს არის დაცინვა

განათლების მინისტრის ცვლილებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი იცვლება, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, არის უმუშევრობა, სიღარიბე, ამ ფონზე, მით უმეტეს არჩევნების წინ, როდესაც ერთადერთი მინისტრი, განათლების მინისტრი იცვლება, იმ ფონზე, როცა განათლების პოლიტიკა არ იცვლება, ეს არის ამომრჩევლის და საზოგადოების დაცინვა,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა.

თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია, მინისტრის თანამდებობას ალექსანდრე ჯეჯელავა დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე არ გეგმავს
შემდეგი სტატიაგია დგებუაძე, იგივე “მასტერა” მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა