სერგო რატიანი: გრძელდება ზეწოლა სკოლის დირექტორებზე

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი და პარტიის წევრი, მარიამ რამინაშვილი, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე ზეწოლას ეხმაურებიან.
რატიანის თქმით, გრძელდება ზეწოლა სკოლის დირექტორებზე და ხელისუფლება მათთვის პოლიტიკურად არასაიმედო დირექტორებს ანთავისუფლებს გაურკვეველი მიზეზებით. რატიანი განათლების სამინისტროს მოუწოდებს გააკეთოს განცხადება, თუ რის გამო განახორციელეს ეს დისკრიმინაციული მოქმედება, რომ სკოლის დირექტორთა მხოლოდ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.
„ხელისუფლება განაგრძობს ფართომასშტაბიან ზეწოლას სკოლს დირექტრებსა და მასწავლებლებზე. იმ დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლის, უფლებამოსილებას უწყვეტს და საჩვენებლად სჯის. ფაქტია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო აგონიაშია, რისი დადასტურებაცაა თიანეთის რეგიონის 7 საჯარო სკოლის დირექტორთან უფლებამოსილების ვადის გასვლით გამოწვეული გათავისუფლბა.
თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ. სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით დირექტორთა ნახევარი – პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით.
პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით გრძელდება მთელ საქართველოში. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი. მივმართავ განათლების მინისტრს,
• დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება. და მეორე,
• საარჩენო პერიოდში გამოაცხადოს მორატორიუმი საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირებასა და აუდიტზე.
მინდა, კიდევ ერთხელ, განვმარტო, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი ია კერზაიას საქმის შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე დატოვებამ მოგვცა ის შედეგი, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების ტერორს.“ – აცხადებს რატიანი.
რამინაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო ცენტრალიზებულად აპირებს სისტემის მართვას და და ხელისუფლება ანთავისუფლებს იმ დირექტორებს, რომლებიც მათთვის პოლიტიკურად არასაიმედოა.
„განათლების სამინისტრო ცენტრალიზებულად აპირებს განათლების სისტემის მართვას, ამის ყველაზე კარგი დადასურებაა სწორეს ის, რომ დირექტორები, რომელთაც ყველას ერთნაირად შეუწყდათ ხელშეკრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს პირადი სიმპატიებით აგრძელებენ ხელშეკრულებებს.
სწრედ ამიტომაა, რომ სექტემბრიდან დაწყებული ეს კამპანია გრძელდება და წინასაარჩევნოდ არაერთ რაიონს მოიცავს. თავისუფლდებიან მხოლოდ ის დირექტორები, რომლებიც პოლიტიკურაც არასაიმედოდ მიაჩნია ხელისუფლებას და თანამდებობებს ინარჩუნებენ ის ხალხი, ვინც იმედიანად იქნებიან წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისთვის. განათლების სამინისტრომ დროულად უნდა შეწყვიტოს ასეთი ქმედება და დაუსვას წერტილი პირადი ინტერესებით ცენტრალიზებულ მართვას სისტემის. მთავარი მონაპოვარი საგანმანათლებლო სფეროს დეცენტრალიზაციაა.“ -განაცხადა რამინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში მე-3 საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : მიხეილ სააკაშვილია ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი