სერგო რატიანი: გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის განცხადება ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის განცხადება დიდი ზიანს აყენებს ქვეყანას და მის ევროინტეგრაციას.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებტან საუბრისას აღნიშნა, ვენეციის კომისიის განცხადება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო.

,,მსგავსი განცხადებები არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისათვის და ევროინტეგრაციისთვის. ეს მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და სასამართლოზე ზეწოლა მიმდინარეობს,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში, რომელიც წევრ ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლოების საქმიანობაში ჩარევებს ეხება.

“კომისია შეშფოთებულია აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის დასრულებასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული სასამართლოს ავტორიტეტის ძირის გამოთხრის საფრთხეს შეიცავს”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის” გადახედვას ეუთოს ასამბლეის ჩატარების გამო არ აპირებს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ინგა გრიგოლიას დაკითხვა დასრულდა