სერგო რატიანი განცხადებას ავრცელებს

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, შეიცვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონი, მათი და მთავრობის არაერთი მარცხითაა განპირობებული.

“ჩვენ ვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლო კანონს, რომლის შეცვლაც უმრავლესობამ გადაწყვიტა. სექტემბრიდან უმრავლესობამ 2-ჯერ პოლიტიკური მარცხი განიცადა, რადგან სამართლებრივი ბრძოლა წააგო – საკონტიტუციო სასამართლოდ დაადასტურა, რომ გიგი უგულავას პატიმრობა არაკონსტიტუციური იყო და ის 1 დღით მაინც გათავისუფლდა. ეს იყო სერიოზული ნიშანი იმისა, რომ უმრავლესობა და მთავრობა არასწორი გზით მიდის.

მეორე ასეთი მარცხი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დახურვა ვერ მოახერხეთ. მასინ გვაბრალებდით, რომ რევოლუციურ სცენარს ვამზადებდით, მაგრამ არა! ჩვენ მშვიდად, სამართლებრივად დაგამარცხეთ. “

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
შემდეგი სტატიაერდოღანზე ლექსის ავტორს გერმანიის პოლიციამ დაცვა გამოუყო