სერგო რატიანი: ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს, პარტიისთვის ცნობილი იყო და არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა.

„ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული, გუშინ გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მე სრულიად მესმის მისი, არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. პატივს ვცემთ მის პირად არჩევანს”,- განაცხადა სერგო რატიანმა.

სანდრა რულოვსის მხრიდან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემდეგ, პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი შევა, რომელიც პარტიის პროპორციულ სიაში 28-ეა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიანიუ-ჰემფშირში პირველადი მონაცემებით ჰილარი კლინტონი ლიდერობს