სერგო რატიანი: ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა NDI -ის კვლევების შედეგები შეაფასა. დეპუტატმა ქვეყნის კურსით უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლა არის საჭირო.
“ამჯერად გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. პრობლემატურად მეჩვენება ისიც, რომ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ პირადად მათი მდგომარეობა გაუარესებულია. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის არანაირი გეგმა არ ჩანს და მთავრობა არც ფიქრობს ამაზე. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რასაც ხალხი გააკეთებს, რადგან მუდმივად იზრდება მათი უკმაყოფილება” – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მიზანი იყო სულის მოთქმის შესაძლებლობა მიგვეცა გაჭირვებაში მყოფი სოფლის მოსახლეობისთვის,”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს