სერგო რატიანი: დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო საქართველოში “ქართული ოცნებაა”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივან და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანასი დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია უნდა „ქართული ოცნებაა“.

„დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო საქართველოში ქართული ოცნებაა, რომელიც 4 წლის განმავლობაში ძალადობს. შარშან მათ ნაციონალური მოძრაობის 60 ოფისი დაარბიეს. ერთადერთი რამაც მაშინ ქვეყანა დესტაბილიზაციისგან გადაარჩინა, ნაციონალური მოძრაობის ბრძანება იყო, რომ ჩვენი წევრები, აქტივისტები და მხარდამჭრები პროვოკაციებს არ წამოგებულიყვნენ.
ჩვენ ვატარებთ კამპანიას, გვჭირდება ნორმალური, მშვიდი საარჩევნო გარემო, რათა მშვიდად შევცვლით ხელისუფლება 8 ოქტომბერს. ერთადერთი ძალა, რომელსაც დესტაბილიზაცია უნდა, თავად ოცნებაა, და ამაზე ცოტა ხნის წინ სამეგრელოში მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს.“- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“ვერავინ გაექცევა დანაშაულს”- გიორგი კვირიკაშვილი გოდერძი თევზაძეზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, კონტრაქციებისგან თავი შეიკავონ