სერგო რატიანი დემოკრატიის დასაცავად მოსახლეობას რ2–ის ეზოსთან მისვლისკენ მოუწოდებს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

„დღეს საქართველოს დემოკრატიის ბედი გადის რუსთავი 2-ის შლაგბაუნთან და ყველა ვისაც სურს ამ მომავლი დაცვა, უნდა იყოს რუსთავი 2-ის ეზოსთან,“ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

სერგო რატიანის თქმით, საკმაოდ სერიოზული მდგომარებაა და შესაძლოა საქართველოს მომავალს შეექმნას საფრთხე.

„ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, სადაც მოსამართლემ თქვა ღიად, რომ ის წავიდოდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. სრულად აბსურდის მდგომარება. დღეს გავიღვიძეთ ქვეყანაში, სადაც საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობის ქმედებებზე არის შეშფოთებული ყველა ჩვენი პარტნიორი,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

რატიანის თქმით, ახალ ხელსუფლებას ჩააბარეს სახელმწიფო, რომელიც იყო 10-ჯერ მდიდარი.

სერგო რატიანის თქმით, დღეს უნდა იქნას დაცული დემოკრატიული განვითარება და ყველა, ვისაც აქვს თავი, უნდა დაიცვას.

„დღეს შესაძლებელია, რომ მოვიდეს ახალი მეპატრონე და დაანგრიოს ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში შექმნილია. აქ ადამიანები უნდა იდგნენ იმისათვის, რომ თქვენ არ უნდა ჩავარდეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვიღაც იტყვის, რომ თქვენ ხართ დაჩაგრულები,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიFreedom House: ეს ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას
შემდეგი სტატიაამერიკის სენატი დაინტერესდა რუსეთის პროპაგანდის როლით უკრაინასთან მიმართებაში