“სერგო რატიანი დაკავებულია საბოტაჟით..აუცილებლად შეიცვლება „ენმ-ს“ ხელმძღვანელობა”

სერგო რატიანი დაკავებულია საბოტაჟით – აცხადებს “ენმ”-ს წარმომადგენელი კახეთში, გიორგი ბოტკოველი, რომელმაც რატიანის წერილი შეაფასა და განაცხადა, რომ 20 იანვარს “ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა აუცილებლად შეიცვლება.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ სერგო რატიანი დაკავებულია საბოტაჟით. დღეს მისი საქციელი და წერილი არის საბოტაჟი. ყველა თავმჯდომარემ მივიღეთ ეს წერილი. მე ამავდროულად ვარ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე და კახეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, რომ რატიანის ეს განცხადება არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება. მთავარი შიში, რომელიც გააჩნია იმ პატარა ჯგუფს, თუ რა შედეგი დადგება 20 იანვარს ყრილობაზე არის შიში იმისა, რომ ჩვენი აქტივი ერთხმად დაუჭერს მხარს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სამართლიანი იქნება. ამ ყრილობიდან უნდა ველოდოთ იმას, რომ აუცილებლად შეიცვლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა, ჩამოყალიბდება ახალი პოლიტსაბჭო“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ინაუგურაციაზე კლინტონები და ბუში იქნებიან
შემდეგი სტატიაგიგი უგულავამ სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა