სერგო რატიანი: ჩვენ კი ვიცით, როგორ დავამარცხოთ ავტორიტარული რეჟიმები უსისხლოდ და მშვიდობიანი პროტესტით

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

როგორ შეიძლება ქვეყანაში სამოქალაქო ომი გაღვივდეს, ეს რუს ოლიგარქ ბორისს მოჰკითხეთ, – აღნიშნული განაცხადებით დეპუტატმა სერგო რატიანმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
“დღეს, დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კედელაშვილის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა. მანამდე “ნაციონალური მოძრაობის” 63 ოფისზე იყო თავდასხმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამაზე თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. დედოფლისწყაროშიც გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს? ეს არ უნდა დავუშვათ! როდესაც ქუჩებში სისხლის ნიაღვარზეა საუბარი, ეს ყველაფერი იმ ადამიანს მოკითხეთ, ვინც 90-იან წლებში, რუსეთში – სწორედ მაშინ, როცა ქუჩებში სისხლი იღვრებოდა, ფული იშოვა. ბორისს მოკითხეთ, როგორ არის იარაღით ვაჭრობა და როგორ შეიძლება სამოქალაქო ომი გაღვივდეს. რუს ოლიგარქ ბორის მოკითხეთ ეს ყველაფერი! ჩვენ კი ვიცით, როგორ დავამარცხოთ ავტორიტარული რეჟიმები უსისხლოდ და მშვიდობიანი პროტესტით”, – განაცხადა რატიანმა.
პარლამენტის პლენარული სხდომა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული სამი პირის: მირიან დეისაძის, კახა ნარსიასა და გიორგი გაბუნიას პატიმრობის თემაზე დებატებით განახლდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტის რეზოლუციის პროექტი აქვს მომზადებული, რომელიც განხილვაც გუშინდელ სესიაზე დაიწყო და დღეს გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: ეს უკვე აღარ არის წიწილიანი კვერცხის სროლა
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: ეს არის “ქართული ოცნების” მტრების მიერ გაკეთებული