სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილი გაროზგვის რიტუალს ატარებს

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ნაციონალურ მოძრაობაში პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის საკითხთან დაკავშირებით არსებულ აჟიოტაჟს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ. როგორც ოპოზიციის წვერი სერგო რატიანი ამბობს, ყოფილ პრემიერს გიორგი მარგველაშვილის რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არ მოეწონა და ის „გაროზგვის რიტუალს“ ატარებს.

„მეჭიაურს არ აინტერესებს არც კანონი, არც ის რეგულაციები რომელიც არის დღეს საქართველოში. მას აინტერესებს ერთადერთი, რომ გააკეთოს მაამებლური განცხადებები ბიძინა ივანიშვილისთვის. გიორგი მარგველაშვილი აქტუალური გახდა რუსთავი 2-ის ფონზე, ცხადია რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა ის განცხადებები, რომელიც გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა და შესაბამისად მან უნდა ჩაატაროს გაროზგვის რიტუალი. რუსთავი 2 თუ დაიხურა პრეზიდენტს კი არა ყველას მიადგებიან საქართველოში,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ნოტარიუსს არ ევალება და არც აქვს უფლება, ეძიოს მინდობილი პირის, ამ შემთხვევაში ბატონი უდუმაშვილის თანხმობა
შემდეგი სტატიამურმან დუმბაძე: შევარცხვინე ის პრეზიდენტი, რომელიც მთავრობის მოთხოვნით დატოვებს საკუთარ სახლ-კარს