სერგო რატიანი: 2016 წლის არჩევნები არის იმ საფრთხის წინაშე, რომ მისი ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

მიმდინარე კვირას დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ინიცირებულია მმართველი გუნდის მიერ.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ოლქების დაზუსტება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილები ს მიხედვით.

„ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი დაეწესებინა. ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, რომ ადმინისტრაციული საზღვრები და საარჩევნო ოლქის საზღვრები ერთმანეთს არ დამთხვეოდა,“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებებს არაფერი საერთო არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ისინი წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.

„საფუძველი ამ კანონის ცვლილებისა არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ კანონი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციას. შესაბამისად, უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ესეც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 2016 წლის არჩევნები არის იმ საფრთხის წინაშე, რომ საერთოდ შესაძლებელია რომ მისი ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილის შეფასებით, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადიან
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ,,ქართული ოცნების” რაიონული ორგანიცაზაციის თავმჯდომარე ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა აირჩიეს