სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში თანამდებობებზე აღადგინეს

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სერგო ნინუას და გიორგი ცაბაძის საქმეზე მოკვლევა დაასრულა. ინფორმაციას სამინისტრო ავცრცელებს:

“საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების, ვიცე-პოლკოვნიკების – სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 16 ნოემბერს დაწყებული მოკვლევა დასრულდა.

მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება.

მოკვლევისას გამოიკითხნენ მედიაში გაჟღერებული ფაქტების მონაწილე პირები: „ინფო-9“-ის ოპერატორი, იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც 2012 წელს ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მეთაურობდნენ და თავად ხსენებული ოფიცრები. გამოკითხულთაგან არცერთმა დაადასტურა მედიაში, კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ბრალდება.

შესაბამისად, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, გიორგი ცაბაძე კი – ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ჩადენილი მკვლელობისთვის ა.ფეტიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაიტალიაში 26 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს