სერგო მეთოფიშვილი : ანა დოლიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად გაიპარა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დატოვა

ანა დოლიძე უფრო პოლიტიკოსია, ვიდრე სასამართლოს ნაწილი. შესაბამისად, ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური და არა, ობიექტური. არის შემთხვევა, როდესაც გაიპარა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად წავიდა, დატოვა ასეთი მნიშვნელოვანი სხდომა – უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ჟურნალისტებს განუხცადა.

მეთოფიშვილი მიიჩნევს, ჯანეზაშვილი და დოლიძე “გარკვეული პოლიტიკოსების დავალებას ასრულებენ “.მისი თქმით, თუ ვისგან იღებენ დავალებას, ვერ დააკონკეტებს, რადგან ეს მისგან პოლიტიკაში ჩარევად აღიქმება.სერგო მეთოფიშვილის თქმით, პოლიტიკა იუსტიციის საბჭოდან წლების წინ გავიდა,მ აშინ როდესაც საბჭოს წევრები დეპუტატები იყვნენ.

“საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს იუსტიციის საბჭო ასეთი ღია ფორმით და ასეთი გასაუბრებით ირჩევს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი პროცესია და ამ დროს, იუსტიციის საბჭოს წევრი ტოვებს დარბაზს და მიდის. გააჩნია სად მიდის. დღესაც საბჭოს ერთ-ერთი წევრი აგვიანებს.ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეს შეემთხვეს და გარკვეული ობიექტური მიზეზებია გამო სხდომაზე დააგვიანოს ან არ მოვიდეს,მაგრამ როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი ტოვევს, იპარება საბჭოს სხდომიდან და ერთ-ერთ მედიაში მიდის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს ადამიანი ანა დოლიძეა. ვნახეთ, თუ სად იყო გუშინ, მაშინ როცა საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, ვფიქრობ, რომ ეს დაუშვებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანს არ აინტერესებს მართლმსაჯულება. ვისაც აინტერესებს მართლმსაჯულება, მათ შორის საზოგადოებას, ის საზოგადოება ამას უყურებს. მე არ ვამბობ, რომ ანა დოლიძე გუშინ უმნიშვნელო საკითხზე იყო დებატებში, არა, მაგრამ რისთვისაც ხელფასს უხდიან და თუ ის ნამდვილად არის საბჭოს წევრი,ის უნდა იყოს მართლმსაჯულების ნაწილი და აქ უნდა იყოს. ის გუშინ აქ არ იყო.

ეს არის პოლიტიზირებული პიროვნება, ანუ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება. ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური და არა ობიექტური. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ნათლად დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ გაიპარა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად და დატოვა ასეთი მნიშვნელოვანი სხდომა- უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი” , – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება,რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვა დაჩქარებულად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა – არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი-2“-ში
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი