სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის გადაყენება განიხილება

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენება განიხილება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას განუცხადა.

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვა, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ”, — განაცხადა მან.

მისი თქმით, ზუსტად არ იცის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია თუ არა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, 1 კვირაა აქვთ

banner
წინა სტატიაშიჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი თვალით მენახა ადგილზე არსებული ვითარება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე მის სავარაუდო გადაყენებას ეხმაურება