სერგო ჩიხლაძე – თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, ბატონი კობახიძე სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს პარლამენტში

თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს ბატონი კობახიძე პარლამენტში. თუ არ შედგება მოლაპარაკება, მაშინ ვერ იხილავს სხვა პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ხელისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ინდივიდუალური კავშირი არ ჰქონია.

„ასევე, ვიცი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ვისთანც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათთანაც არ ყოფილა. ეს არის ირაკლი კობახიძის განცხადებები და დიდი ეჭვი მეპარება ამ განცხადებების სიმართლეში. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში ვართ. თუ შედგება მორიგი რაუნდი, დაგვანახებს, რამდენად სერიოზულია ეს მოლაპარაკებები და საერთოდ, რა პესპექტივა აქვს. თუ პოლიტიკურ შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს ბატონი კობახიძე პარლამენტში. თუ არ შედგება მოლაპარაკება და შეთანხმება, მაშინ ვერ იხილავს სხვა პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხალაძის მოსაზრებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ განადგურდნენ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არასახელმწიფოებრივია. მისი თქმით, „ეს ადამიანი მიმართულია დესტრუქციაზე და გადადგურებაზე“.

რაც შეეხება „სტრატებია აღმაშენებლის“ გეგმას, სერგო ჩიხლაძის თქმით, ის არ იცვლება და პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან რჩება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“, კობახიძის გარდა სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც პროცესებს უფრო რაციონალურად და საღად უყურებენ. ამიტომ, ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან. გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები შედგება და შედეგს გამოიღებს. ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მეორე პარალელური ხაზია პარტიული გაძლიერება, რომელზეც ზრუნვა უკვე დავიწყეთ. ვმუშაობთ პარტიის განახლებასა და გაძლიერებაზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა არ უნდა იყოს არჩევნები და ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება, მას როგორც პარტია მომზადებული უნდა დავხვდეთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მეხანძრე-მაშველები ქვეყნის მასშტაბით, ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ
შემდეგი სტატიაავარია კახეთის გზატკეცილზე – არიან დაშავებულები