სერგო ჩიხლაძე: როგორც ჩანს, 20 ივნისი არ დასრულებულა, დღესაც გრძელდება

“როგორც ჩანს, 20 ივნისი არ დასრულებულა, დღესაც გრძელდება. აქ ვართ მე და ჩემი კოლეგები არა მარტო ნიკა მელიას დასაცავად, არამედ, თითოეული მოქალაქის დასაცავად, ვინც განიცდის პოლიტიკურ დევნას. აქ ვართ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტოთ ჯაჭვი უსამართლობის, გავწყვიტოთ ჯაჭვი პოლიტიკური ზეწოლის და ზოგადად, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამყარდეს სამართლიანობა და სამართალი. ამისთვის ვარ მე პირადად აქ. ბრძოლაში უკვე ვართ და ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით დავიცავთ არა მარტო ნიკა მელიას, არამედ, ყველა იმ ადამიანს ვისზეც უკანონო ზეწოლა და უკანონო დევნა მიმდინარეობს”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ნიკა მელიას გვერდით
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: სპეცრაზმით თუ მოვლენ ჩვენ ამ ხელებით დავხვდებით