სერგო ჩიხლაძე – „ოცნებას“ მაჟორიტარი დელეგატებიც ვერ უშველის

„ქართულ ოცნებას“ ვერც მაჟორიტარი დელეგატი უშველის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას – საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებს, ოპოზიციურ პარტიებს მყარად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ამ კორუმპირებულ, დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომელსაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მასშტაბით და თბილისში დელეგატების წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ერთიანობა” კანონის დარღვევას არ აპირებს და შესაბამისად, ისინი დელეგატების დანიშვნას არ აპირებენ.

“საქართველოში მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ “ერთიანობა” კანონს არ და ვერ დავარღვევთ. ასევე, კანონს არ არღვევენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის “ქართული ოცნება”.

ამ ე.წ. დელეგატების დიდი ნაწილი არის მოქმედი მაჟორიტარები. იმ ოლქებში, რეგიონებში, შევადაროთ და ვნახოთ ვინმე უკეთესად ცხოვრობს? რომელიმე ადამიანის ამ რეგიონში, რომლის წარმომადგენლები ისინი არიან 12 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა? – არა, ხალხი უფრო გაღარიბდა. სამაგიეროდ, ვნახოთ ამ მაჟორიტარების – “ქართული ოცნების” ფინანსური მდგომარეობა. ისედაც მდიდრები 10-ჯერ უფრო გამდიდრდნენ. ის ოლქები, რეგიონები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, იქ ადამიანები გაღარიბდნენ, ან მოსახლეობაც განახევრდა, იმიტომ, რომ ქვეყნიდან გარბიან. ამიტომ “ქართულ ოცნებას” ვერც მაჟორიტარი დელეგატი უშველის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას – საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებს, ოპოზიციურ პარტიებს მყარად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ამ კორუმპირებულ, დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომელსაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის დელეგატები წარადგინა
შემდეგი სტატიაკობახიძე – არ შეიძლება, საქართველოში არჩევნები უცხოური ფულით ფინანსდებოდეს