სერგო ჩიხლაძე: ერთჯერადად არავინ არსად არ შევა

„ერთჯერადად არავინ არსად არ შევა. იმ ექვს პუნქტში ერთ-ერთია ზუსტად საარჩევნო საკითხები და ამაზე აუცილებლად გვექნება მოლაპარაკება, აუცილებლად გვექნება შეთანხმება ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“. შეთანხმების შემდეგ, ჩავერთვებით ყველა პროცესში, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტის გარეთ არსებულ ყველა კომისიაში. ჩვენი მოლაპარაკებები ელისაშვილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმს არ გულისხმობს. ეს პუნქტი ცალკე არის შესული იმ ექვს პუნქტში. არის ექვსი საკითხი, რომელზეც უნდა შედგეს მოლაპარაკებები და საარჩევნო საკითხი ერთ-ერთია. ამ ექვსივე საკითხზე უნდა შევთანხმდეთ.

აქ არ არის, რომ ან ერთი გადაწყდება ან მეორე, ექვსივე პუნქტზე მოხდება მოლაპარაკება ურთიერთკომპრომისის გზით. ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, ჩვენ აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე. მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და ეს მოლაპარაკებები დაიწყოს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
შემდეგი სტატიაN3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა