სერგო ჩიხლაძე: 2021 წელს შემოდგომაზე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ხოლო ადგილობრივმა არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წელს

ჩვენ გარდა იმისა, რომ თავიდანვე ალტერნატივე შევთავაზეთ კიდევ მზად ვართ სხვადასხვა ალტერნატივები ვადებთან დაკავშირებით, კომპრომისული ვარიანტები შევთავაზოთ და ხელისუფლებას, განსხვავებით ხელისუფლებისგას, რომელიც არაფერს გვთავაზობს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ეს იყო ინიციატივა, რომ 2021 წელს შემოდგომაზე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ხოლო ადგილობრივმა არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წელს, რადგან ერთდროულად ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საკმაოდ საფრთხილოა, იგივე დემოკრატიის პლურალიზმის თვალსაზრისით, რადგან მოგებულს მიაქვს ყველაფერი, ადგილობრივიც და საპარლამენტო მანდატებიც.

„ძალაუფლების განაწილებითვის კარგია, რომ ცალ-ცალკე იყო ეს არჩევნები. ამას ეფუძნებოდა ჩვენი წინადადება, რომ 2021 წლის ბოლომდე მოესწრებოდა ყველანაირი საკანონმდებლო ინიციატივების და საარჩევნო ინიციატივების განხორციელება, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები და 2021 წლის ბოლოს არის საკმაოდ მისაღები წესით ყველა მხარისთვის. სხვადასხვა ვარიანტებია ამაზე ჯერ არ შევჯერებულვართ, ამაზე საერთო ფორმატში მსჯელობა არ გვქონია, ეს არის სხვადასხვა ვარიანტი, გონივრული ვარიანტები, რომლებზეც შესაძლებელია მსჯელობა და რომელზეც ხელისუფლებამაც უნდა დაინახოს, რომ შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა, ეს არის კომპრომისული ვარიანტი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში, თუმცა გაყალბებულ პარლამენტში მოლაპარაკებების გარეშე და შეთანხმების გარეშე არა.

„ქართულ ოცნებასაც“ მოუწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ მოლაპარაკებები გააგრძელოს. „ქართული ოცნებისადმი“ საკმაოდ მკვეთრი და მკაცრი განცხადებები კეთდება. ჩვენ ვაჩვენებთ მზაობა, მზად ვართ და რამდენიმე სახის წინადადება შევთავაზეთ, თუნდაც ვადამდელ არჩევნებზე, შესაბამისად, „ქართული ოცნებისგან“ არანაირი შემხვედრი წინადადება არ მოგვისმენია. არ მოსულან მოლაპარაკებებზე, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა მათ მოლაპარაკებების გაგრძელება და ისინი მზად არიან თუ არა შეთანხმებაზე წამოვიდნენ ოპოზიციასთან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკი – ანა ბიერდემ და გიორგი გახარიამ ისაუბრეს პოსტპანდემიურ ეტაპზე მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებაზე, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას
შემდეგი სტატიაგორში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება