სერგი კაპანაძე : თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ხელისუფლებისთვის უარესი შედეგი დადგება

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადება.

კაპანაძის განმარტებით, საპარლამენტო ოპოზიცია პლენარული სხდომების ბოიკოტსაც გააგრძელებს.

გარდა ამისა კაპანაძის თქმით, თუ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ დათანხმდება, შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ დადგეს.

“ოპოზიცია აპირებს რომ აქციები და მწვავე პროტესტი გააგრძელოს. ეს არის ქვეყანაში არსებული განწყობის გამოვლენა. ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ, ასევე გაგრძელდება პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების პროცესი. თუმცა, პარალელურად ჩვენ მზად ვართ რომ მონაწილეობა მივიღოთ ხელისუფლებასთან შეხვედრებში, იქნებ შევთანხმდეთ საარჩევნო სისტემაზე.

საარჩევნო სისტემაზე ვერშეთანხმების შემთხვევაში, კიდევ უფრო უარესი შედეგი დადგება ხელისუფლებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემით, მერე რეალური პრობლემა შეიძლება იყოს ამ არჩევნების ლეგიტიმაცია,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ისევ უცვლელი გზებით გრძელდება. ოპოზიცია გეგმავს, რომ ხვალ პარლამენტამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტოს.

სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ვაგრძელებთ ბოიკოტს და პიკეტირებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მთელი მსოფლიო ითხოვს
შემდეგი სტატიაUSAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას “ტვიტერში” ეხმაურება