სერგი კაპანაძე : რუსეთის საგარეო უწყების განცხადებამ პირდაპირ ჩრდილი მიაყენა აშშ-ის მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმდენად გათავხედდა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს ადანაშაულებს.

„რუსეთის საგარეო უკვე ისეთ შემტევ განცხადებებს აკეთებს, რომ პირიქით, ჩვენ აქეთ გვადანაშაულებს ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენი მოქალაქეების დაჭრაში ჩვენ გვადანაშაულებს. ისე გათავხედდნენ, რომ გვადანაშაულებენ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს. ამ განცხადებაში პირდაპირ ჩრდილი მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში. იქვე იმედს გამოთქვამენ, რომ კარასინი და აბაშიძე მოაგვარებენ ამ საკითხს, ანუ რომ წარმოვიდგინოთ პირდაპირი გამოვლინებაა, შედეგი, დემონსტრაცია, როგორ დასუსტდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა ივანიშვილის ხელში. მიზანს, რომლის დეკლარირება მოახდინა თავის დროზე, რომ გაქრებოდა რადარებიდან, ზუსტად მიაღწია“, – განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ყველაფერი ჩანს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობის პირობებში ჩააბარებს დარჩენილ ერთ გამოცდას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა, მათ შორისა 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და გურიის გომის მთა