სერგი კაპანაძე: რუსეთი არჩევნების შემდეგ ურთიერთობების დათბობითაა დაინტერესებული

რუსეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეხვედრას თბილისში პოლიტიკოსები ეხმაურებიან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოგვიწევს.

„რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ ნათელია დაინტერესება, რომ ჩვენთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავოს. ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში მოგვიწევს აღიარება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი კონსტიტუციური სივრცის მიღმაა. ეს იქნება ჩვენთვის სრულიად დამღუპველი იქნება,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”- ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის შესახებ გაზეთზე
შემდეგი სტატიასასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა