სერგი კაპანაძე : როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში აპირებს ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში ჩართვას აპირებს, ეს მათი საქმეა – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატების“, „პროგრესი და თავისუფლებას“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, გარდამტეხ ცვლილებებზე საუბარი და არა, სხვადასხვა ინდივიდებთან გარიგებაში ყოფნა.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ჩანს, გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში და პოლიტიკურ თამაშებში აპირებს ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ეს მათი საქმეა. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ცვლილებები უნდა მოხდეს, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და მერე რა უნდა გაკეთდეს. პოლიტიკური თამაშების ნაცვლად და ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გარიგებებში ვიყოთ სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის ინდივიდებთან და ამით პოლიტიკური ქულები დავიწეროთ. ჩვენი ამოცანა არის ვისაუბროთ გარდამტეხ ცვლილებებზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ვართ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა