სერგი კაპანაძე : როდესაც რურუა გათავისუფლდება, მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

news
ავტ.: news ივნისი 4, 2020 12:23

სერგი კაპანაძე : როდესაც რურუა გათავისუფლდება, მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

საკონსტიტუციო განხილვები არის ტექნიკური საკითხი, აქ განსახილველი არაფერია, სრული მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან 120-30 სისტემას და პროპორციულ სისტემას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. ამასთან, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარტიის მხარდაჭერა 8 მარტის შეთანხმებისა და გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში ექნება.

„120-30-ზე სისტემა ჩვენთვის მისაღებია და ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ. ეს საზოგადოების ინტერესია. ასევე საზოგადოების ინტერესია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ არ გადააგდოს არც საზოგადოება, არც პარტნიორები და შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ჩვენ ვამბობთ, როდესაც 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და რურუა გათავისუფლდება, ამ ეტაპზე დაიხურება პოლიტიკური პატიმრების ეს ძალიან არასწორი ფურცელი და მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ამ კონკრეტულ წინადადებას, რომელზეც არსებობს კონსენსუსი. რაც შეეხება განხილვებში მონაწილეობას, ეს არის ტექნიკური საკითხი, აქ განსახილველი არაფერია, სრული მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან 120-30 სისტემას და პროპორციულ სისტემას. 120-30-ზე სისტემა არის მიახლოებული პროპორციულთან, ამიტომ ასეთი ტიპის განხილვებში მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2020 12:23

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics