სერგი კაპანაძე პროკურორს – აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს

აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. მან პროკურორ ფხაკაძეს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მიუთითა, რომ ყურადღებით მოუსმინოს იმ კითხვებს, რომელიც კომისიის წევრებს მასთან მიმართებით აქვთ.

„ბატონო ზვიად, ყურადღებით მოუსმინეთ იმ კითხვებს, რომელიც აქვთ კომისიის წევრებს. სამწუხაროდ, აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

სხდომის მიმდინარეობისას ზვიად ფხაკაძეს კომისიის სხვა წევრებმა შენიშვნები მისცეს. ხათუნა გოგორიშვილმა პროკურორს განუმარტა, რომ კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს, სიტყვა შეაწყვეტინოს მას და დააზუსტოს ის კითხვები, რომელსაც კომისიის წევრი საჭიროდ მიიჩნევს. თავის მხრივ ფხაკაძე მოითხოვს, რომ კომისიის წევრებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემის შესაძლებლობა მისცენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის პერიოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრად განიხილება
შემდეგი სტატიავისურვებდი, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ იყოს გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის, რუსი პოლიტიკოსები